განათლებული უწიგნურები
.jpg)
საერთოდ ძალიან ხშირად ვახსენებ საზოგადოებასდა ვსაუბრობ მის პრობლემებზე, რაც ჩემპოსტებშიც გამოიხატება და დღესაც მინდასაზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემაწიგნიერებაზე გესაუბროთ, რადგან დღევანდელისოციუმის განათლების დონე საკმაოდ დაბალია,მაგრამ საქართველო უნივერსტეტის დიპლომის მქონე ადამიანებისპროცენტული რაოდენობით, ერთ-ერთ მოწინავე ადგილებს ვიკავებთ, რაც ნამდვილად სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. ჩვენ კი უაზრო ამბიციებიგვაწუხებს, გვგონია რომ ყველაზე ჭკვიანები და გონიერები ვართ, რაცნამდვილად არ არის ასე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრიადამიანი შემეკამათება და მეტყვის რომ ვცდები(ნეტა მართლა ვცდებოდე)მაგრამ როცა ადამიანი ერთმანეთისგან ობსერვატორიას და კონსერვატორიასვერ არჩევს, როცა არ იცის რა არის კინოლოგია, აზრზე არ არის თუ ვინ იყოდავით აღმაშენებელი, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლტოლვილსადა დევნილს ვერ ანსხვავებსერთმანეთისგან, ივანე ჯავახიშვილისუნივერსიტეტის სტუდენტმა არ იცის ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი, მგონიარომ ამბიციები სულ ცოტათი გვერდით უნდა გადავდოთ და განათლებასხელი მოვკიდოთ, რათა ჩვენი ამბიციების რეალიზება სულ ცოტათი მაინცმოვახერხოთ. ხალხო კარგად დაფიქრდით რა სამარცხვინო ფაქტებიჩამოვთვალე ეს ხომ უსირცხვილობაა და მეტი არაფერი.
''იუნესკოს'' ყოველ წლიური ანგარიში
„იუნესკომ“ გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ინდექსის მიხედვით, 128 ქვეყნიდან საქართველო 22-ე ადგილზეა.
„იუნესკოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ბელგია, ესტონეთი, პორტუგალია, შვეიცარია და სხვ.
ეს მაჩვენებელი „იუნესკომ“ 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით პირველად გამოავლინა. ინდექსი განათლების ხელმისაწვდომობას (EDUCATION FOR ALL) სხვადასხვა შედეგების მიხედვით ზომავს. ესენია: დაწყებითი განათლება, წიგნიერება მოზარდებში (15 წლის ზემოთ), გენდერული თანასწორობა, განათლების ხარისხი (V კლასის მიხედვით). 2007 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, რომელიც პირველად ახლა გახდა ცნობილი, პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე იაპონია, მესამეზე კი - გერმანია.
„იუნესკო“ განათლების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ანგარიშებს 2000 წლიდან აქვეყნებს.

No comments:
Post a Comment